четверг, 16 июля 2015 г.

სასწავლო პროექტი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
დარეჯან ლაკვეხელიანი
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ტვიშის საჯარო სკოლა
სოფელი
ტვიში
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
,,საქართველოს უგვირგვინო მეფე’’
თემის შინაარსი
მოსწავლეები  მოიძიებენ  საჭირო  ლიტერატურას,   დისკებს , მოიპოვებენ  ინფორმაციას  პოეტის  ცხოვრებისა  და მოღვაწეობის შესახებ. მოაწყობენ კონკურსს პოეტის ლექსების მხატვრულ კითხვაში, მოიძიებენ აკაკის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს, 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გააფორმებენ კედლის გაზეთს, მოამზადებენ მასალას პრეზენტაციისათვის.
საგანი
ქართული ენა  და  ლიტერატურა
დონე/კლასი  
მე-11.  საშუალო  საფეხური
განხორციელების დროის ჩარჩო
1 თვე.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. XI. 1 მოსწავლეები წინასწარ  განსაზღვრავს  საჯარო  გამოსვლის მიზანს, შედგენილი  გეგმის  მიხედვით  ასრულებენ  სხვადასხვა  აქტივობებს, მკაფიოდ  აყალიბებენ  განსახილველი  საკითხის  არსს  და  ერთმანეთს უზიარებენ  მოსაზრებებს, იძენენ  იმიტაციურ  სიტუაციებში   მოქცევის  უნარს, მოიძიებენ  ინფორმაციებს სხვადასხვა  ნაწარმოებებიდან  და  ლიტერატურული  კრიტიკიდან.
ქართ.  XI. 3.   მოსწავლეები  აუდიტორიაზე  ზემოქმედების და დამაჯერებლობის  მიზნით ეფექტურად  და  ხატოვნად გამოთქვამენ  სათქმელს.
ქართ. XI.  4  ადარებენ  ერთმანეთს  გამოყენებულ  საინფორმაციო  წყაროებს, ამზადებენ  ტექსტს წინასწარ, გადიან  რეპეტიციას  და მოიპოვებენ  დამხმარე  მასალას  საპრეზენტაციოდ.
ქართ. XI. 5  მოსწავლეები  აანალიზებენ  კონკრეტული ეპოქისათვის დამახასიათებელ  ნიშნებს, ღირებულებებს    და  მათ  გავლენას  მწერლის  ცხოვრებასა  და  შემოქმედებაზე.
ქართ. XI . 9  მოსწავლეები   მსჯელობენ  პოეტის  შემოქმედების  შესახებ  და  აკავშირებენ  მწერლის  შემოქმედებას  ისტორიულ  კონტექსტთან.
აყალიბებენ  სათქმელს  თანმიმდევრობით.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები  შეძლებენ:
 შედგენილი გეგმის მიხედვით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საკითხის ძირითადი არსი, შეიძინონ იმიტაციის უნარები, მოიპოვონ ინფორმაცია სხვადსხვა წყაროებიდან და ლიტერატურული კრიტიკიდან,
  • მოტივაციის ამაღლების მიზნით მოიპოვონ პოეტის ცხოვრებისა  და  შემოქმედების  შესახებ სრული   ინფორმაცია
  • გააანალიზონ მწერლის შემოქმედება იმ სოციალური პრობლემებისა და საკითხების გასარკვევად, რომელიც დღესაც აქტუალურია. .
  • ჩაატარონ კვლევა თანამედროვე საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, იმ  პრობლემების გათვალისწინებით, რაც XIX საუკუნის  კლასიკოსებს  საჭირბოროტო  საკითხად  მიაჩნდათ , ამ  მიზნით  შეაგროვონ, შეაფასონ და გააერთიანონ სხვადასხვა წყაროდან აღებული მონაცემები, რათა თავიანთი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მიზნების და აუდიტორიის შესაბამისად გადმოსცენ.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ  გვეხმარება  მხატვრული  ლიტერატურა  პრობლემების  შეცნობასა  და  გადაჭრაში?
თემატური კითხვები

1.როგორ გესმით აკაკის ცნობილი გამონათქვამი მწერლობა „ გონებითი  და  ზნეობითი  მესარკეობაა“
2.რა ფუნქციას აკისრებს აკაკი მხატვრულ ლიტერატურას?
3. როგორ გესმით აკაკის სიტყვები: მწერლობა არის უპირველესი და უძლიერესი იარაღი, რომელიც სიმართლით უნდა ილესებოდეს და უსუსტრად იხმარებოდეს მჩაგვრელთა  წინააღმდეგ.
        შინაარსობრივი კითხვები
4. არის  თუ  არა  აქტუალური  აკაკის  მიერ  დასმული საჭირბოროტო  საკითხები  თანამედროვე  საქართველოსათვის?
5. რას ურჩევდა აკაკი ახალგაზრდობას?
6. როგორ გესმით აკაკის აფორიზმი ,განუვითარებელი ნიჭი ფრთაშეკვეცილი შევარდენია?’’
1, რა რჩევა–დარიგებებს მოგვცემდა მგოსანი დღეს?
2. შეძლო  თუ  არა  ერმა  აკაკის  „სანუკვარი  ერთობის“  განხორეციელება?
3. რისთვის დაჭირდა აკაკის აკლდამებიდან გამოეხმო გმირი წინაპრები?
4. როგორ ცდილობდა აკაკი ,,ლეჩაქახდილი სატრფოსათვის’’ ღირსების დაბრუნებას?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










• ლიტერატურულ ნაწარმოებზე დისკუსია
•მოსწავლეებს უგზავნი შეკითხვებს ელექტრონულ ფორმატში და vიღებს პასუხებს.
• დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე.
• მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენაში
• მოსწავლეთა მცდარი შეხედულებების განსაზღვრაში
• მოსწავლეს ეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში ,პროცესის თვითმონიტორინგში, თანამშრომლობით სწავლაში,
• მასწავლებელს ეხმარება კვლევის სწორი მიმართულების შენარჩუნებაში, მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაში.
• 1.მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს. 2.მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შინაარსობრივ და თემატურ შეკითხვებს რვეულში.
• 1. კონფერენციაზე განიხილება პროექტის გეგმა  რამდენად შესრულებადია. 2.ინდივიდუალური მოხსენება რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, შეკითხვებზე პასუხი.
\მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემoწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
თვითშეფასება
ესეები ,
სლაიდები,
რა ვისწავლე.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
ვაცნობ  მოსწავლეებს   საფროექტო  თემას. სახელმძღვანელო რუბრიკა მოსწავლეებს ეხმარება პრაქტიკული სამუშაოს დაგეგმვასა და მონიტორინგში, ასევე ახალი ამოცანების დასახვის მიზნით, შესწავლილი მასალის გადახედვაში.. ვიყენებთ ბროშურის და პრეზენტაციის შეფასება  უკუკავშირის გაზიარებისა და საბოლოო პროდუქტის შეფასებისათვის. მოსწავლეები იმავე შეფასების ფორმას იყენებენ თვითშეფასების და  თანაკლასელთათვის  უკუკავშირის გაზიარებისთვის.  საბოლოოდ, მსწავლეები  წერენ  ესეს , რომელიც  გაწვდის  ინფორმაციას მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის სინთეზის უნარის შესახებ .
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
•               ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებისა და არჩევის მეთოდების ცოდნა
•               ვორდის და საგამომცემლო პროგრამის ცოდნა
სასწავლო პროცედურები
1.             შევკრიბე პროექტის ყველა მონაწილე და ჩავატარე პრეზენტაცია   . გავაცანი პროექტის მოთხოვნები.
2.               ჯგუფები შევქმენი  შემდეგნაირად: დანომრილი ფურცლები მოვათავსე ყუთში ,რომლებიც რიგრიგობით ამოიღეს ბავშვებმა და 
                 ხმამაღლა წარმოთქვეს  ჯგუფის ნომერი. თითოეული ჯგუფი დაკომპლექტდა 5-5 მოსწავლით.
     ჯგუფებში დავალებები გავანაწილე წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით
  I       ჟგუფი  -         მწერლის მხატვრული ენის  დანიშნულების  აღქმის მიზნით, მოსწავლეები   წარმოადგენენ აკაკის გამოცანებს, აფორიზმებს, იგავ–არაკებს, ქარტულ ხალხურ ანდაზებზე შექმნილ რებუსებს, პოეტის მჭევრმეტყველების , მახვილგონივრული, ნათელი აზროვნებისაქ და ენამზეობი სდიდოსტატობის  დამადასტურებელ მასალას.
  სამუშაო პროცესის დროს მოსწავლეები ტვითონვე გამოავლენენ ლიდერს, რომელიც დავალებების შსრულებასთან ერთად მონიტორინგს გაუწევს თანატოლების მუშაობას.
II       ჯგუფი - ინტერნეტის  საშუალებით მოიპოვებს ინფორმაციას მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, აგრეთვე ცნობილ პიროვნებათა  და ლიტერატურის კრიტიკოსთა ნაშრომებს  , აგრეთვე დავავალე მოპოვებული ინფორმაციის  wordis  ფაილებში განთავსება.                მოსწავლეები წარმოადგენენ და ერთმანეთს ადარებენ ქართული ლიტერატურის კრიტიკოსთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
III     ჯგუფი -          მოსწავლეები მსჯელობას ააგებენ  ისტორიული ეპოქისა  და მწერლის შემოქმედების ურთიერთკავშირის გათვალისწინებით,
.               წარმოადგენენ მასალას, რომლითაც აკაკი დაუნდობლად ამათრახებდა ცარიზმის თავაშვებულ მოხელეთა უსამართლობას.
                 მოსწავლეები მსჯელობენ  იმ აუცილებელი ფუნქციის  შესახებ, რომელიც აკაკიმ დააკისრა   მწერლობას , რისთვისაც აანალიზებენ  მისივე სიტყვებს: ა.  ,, მწერლობა  არის უპირველესი და უძლიერესი იარაღი, რომელიც სიმართლით უნდა ილესებოდეს და უსუსტრად იხმარებოდეს ხალხთა მასების მჩაგვრელეთა  წინაარმდეგ“. 
                    მოსწავლეები ამზადებენ პრეზენტაციას თემაზე ,, ჩემი ხატია სამშობლო
                    გააფორმებენ კედლის გაზეთს  სათაურით ,,აკაკი 150’’
      გეგმავენ ექსკურსიის მოწყობას აკაკი წერეთლის  სახლმუზეუმში.




დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)





მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



Комментариев нет:

Отправить комментарий